15 მაისი არის ,,ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღე”


დიკუსიას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო მშვიდობის ფედერაციის წარმომადგენლები, აგრეთვე აფხაზები და ქართველები შერეული ოჯახებიდან.
საერთაშორისო მშვიდობის ფედერაციის წარმომადგენელმა ვიტალი მაქსიმოვმა კონკრეტული ფაქტების მეშვეობით ვრცლად ისაუბრა შერეული ოჯახის როლზე კონფლიქტის შეწყვეტისა და დაპირისპირებულ მხარეთა შორის კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “აიციხარას (ჩვენი მიწის შვილები)” წარმომადგენელმა თამარ მუკბამ, რომელიც 3 ქართველის დედაა, ქართველთა და აფხაზთა ერთიანობის ურყევობის საფუძვლად სწორედ შერეული ოჯახები აღიარა და ამ მიმართულებით ხელისუფლებას უფრო აქტიური ძალიხმევისაკენ მოუწოდა.

როგორც ბატონმა გია გვაზავამ აღნიშნა, ეს არ არის პირველი შეხვედრა შერეული ოჯახების წევრებთან და აფხაზეთის ხელისუფლება მსგავსი დისკუსიებით სწორედ მათ განსაკუთრებულ დატვირთვას აღიარებს და შეძლებისდაგავარად ხელს უწყობს კიდეც მათ აქტიურ ჩართვას დაპირისპირებულ მხარეთა შორის დიალოგში.

იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების გზებზე. 


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება





Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions