თამაზ ხუბუა: ”ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს”

 

”საქართველოს მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს GOOGLE VOICE-ის ქვეყნების სიაში აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად შეტანის ფაქტს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა.

 

‘’მივესალმები  მთავრობის  წევრის  მყისიერ  რეაქციას აღნიშნული  ფაქტისადმი, თუნდაც  ეს ინტერნეტ-სერვისის, ერთი შეხედვით, არცთუ მნიშვნელოვან სფეროს ეხებოდეს. სამწუხაროდ, აფხაზეთის პრობლემატიკის მახასიათებელი ცალკეული პოლიტიკური და  ეკონომიკური, თუნდაც იდეოლოგიური  ქმედებების  მიმართ ასე ყოველთვის  როდი  ხდება. აქვე იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეაგირება ჩვენი ხელისუფლებისა და საერთაშორისო  პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან უნდა იყოს გაცილებით მკაცრი, შეუვალი და საყოველთაო, რამეთუ მარტოოდენ ,,აღშფოთებები’’ ვერ გამორიცხავს ისეთ, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელ, წინასწარ დაგეგმილ ,,გაუგებრობებს’’, როგორიცაა საქართველოს რუქაზე ნისლების გამოჩენა, სხვადასხვა  ქვეყნებში აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის დელეგაციების ,,უნებლიე’’  ოფიციალური  ვიზიტები, არაფერს ვამბობ საზღვრებზე დემარკაციული ხაზებისა და მავთულხლართების უბოდიშო მოძრაობაზე წინ და უკან.

 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი საკითხები არ არსებობს და ამ მიმართულებით შემთხვევით არაფერი არ ხდება“ - აღნიშნავს თ. ხუბუა.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions