შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

 

25 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მიღებულ იქნა რიგი რეკომენდაციებისა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები; აფხაზეთის ა/რ მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ა/რ მინისტრი სამოქალაქო თანხმობის და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია. აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გელა კილასონია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზემო აფხაზეთში მევლუდ ჯაჭვლიანი.

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions