აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2014 წლის 5 მაისს აფხაზური სეპარატისტული ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელისგან მოითხოვა გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის ადმინისტრაციის უფროსებისა და პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიას თანამდებობიდან გადაყენება. მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში რ.ხაჯიმბა ამბოხით იმუქრება.
რაულ ხაჯიმბა ამბოხით იმუქრება