“აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისაკენ”

 

20 ივნისს, ქ. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა საქალაქო ფესტივალი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

 

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ და ფრაქციათა კოალიცია “ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ. უმაღლესი საბჭოს წევრებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. ბატონმა ელგუჯა გვაზავამ დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

 

ფესტივალმა თვალსაჩინო გახადა იმ ადამიანთა ყოველდღიურობა, რომლებიც მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, არათუ ცდილობენ, ზედმეტ ტვირთად არ დააწვნენ ქვეყანას, არამედ - ჭირთათმენის, სამოქალაქო სიქველის, პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევენ თავიანთ თანაკუთხელებს, დანარჩენ საქართველოს, რაზეც მიუთითებს მათ მიერ წარმოებული და ფესტივალზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია.

 

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის ორგანიზატორებს და რამდენიმე გამორჩეულ მონაწილეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions