გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ასოციაცია ”GFA”-ის მორიგი შეხვედრა

 

23 ივნისს, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და ქართულ-ფრანგულ საერთაშორისო ასოციაციას შორის მიმდინარე წლის 18 მარტს დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

როგორც აღინიშნა, წარმატებით დაიწყო მემორანდუმით გათვალისწინებული ცალკეული პროექტების განხორციელება. ამჯერად გადაწყდა დევნილთა ცხოვრებისა და მათი პრობლემების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ელგუჯა გვაზავასა და ”GFA“-ს  ასოციაციის პრეზიდენტის, კატრინ ღუსსელის განცხადებით, მათი ერთობლივი ჰუმანიტარული პროექტები, როგორც ამას მემორანდუმის პუნქტები ითვალისწინებს, საერთაშორისო თანამეგობრობას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის აფხაზეთის პრობლემატიკის, კონფლიქტის არსისა და დევნილთა სოციალური მდგომარეობისა, მათი მოქალაქეობრივი პოზიციისა და მენტალობის შესახებ.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions