პოეზიის საღამო - "ჩემი აფხაზეთი"

 

 

”ჩვენ არ გვჭირდება თანაგრძნობა, ჩვენ გვჭირდება თანადგომა” - ეს იყო მთავარი გზავნილი 25 ივნისს წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გამართულ პოეზიის საღამოზე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ”დევნილთა სოლიდარობის ცენტრის” მესვეურები.

 

ლიტერატურული საღამოს ინიციატორებმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ახალგაზრდა შემოქმედთ ურთიერთგაცნობისა და დამეგობრებისაკენ, გაერთიანებისაკენ მოუწოდეს. ქართული კულტურის წარმომადგენლებმა და ახალი თაობის უკვე კარგად ცნობილმა პოეტებმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხეს.

 

თითოეული პოეტის შემოქმედებაში მშობლიური ქვეყნის თავისებურად გადმოცემულმა საერთო ტკივილმა და საღამოზე შექმნილმა განწყობამ  საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები სიყვარულით გააერთიანა.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ელგუჯა გვაზავამ, დევნილის მძიმე ხვედრსა და მოუშუშებელ ჭრილობაზე ისაუბრა და საზოგადოებას თავის პატარა ლექსი წაუკითხა, სადაც აფხაზეთის მკვიდრის დღევანდელ მწარე რეალობასთან შეუგუებლობაა გადმოცემული, რომელიც იმ სასოებით აგრძელებს ცხოვრებას, რომ საკუთარ ფესვებს აუცილებლად დაუბრუნდება.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions