აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარება დაიძაბა
ბოლო დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიმინოგენული ვითარება გამწვავდა, რაც ძირითადად ადამიანთა გატაცების ფაქტების მომრავლებით გამოიხატა. იმისათვის, რომ მსგავსი ძალადობა ფართო დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდოს, ინტენსიურად უნდა ამოქმედდეს დიპლომატიური და სამართლებრივი საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც რეალურად დაიცავს გალისა და ოჩამჩირის რაიონების ქართულენოვანი მოსახლეობის ელემენტარულ უფლებებს.

 

სარწმუნო წყაროდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, 4 ივლისს, გალის რ-ნის სოფ.ზემო ბარღების მკვიდრი კახა რიგვავა სოფ. ნაბაკევის გზაზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა ოჯახმა გამოსასყიდის სახით 50 000 რუსული რუბლი გადაიხადა.

8 ივლისს ამავე სოფლის მაცხოვრებელი ნუგზარ ჯოლოგუა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა კუთვნილ ავტომანქანასთან ერთად გაიტაცეს.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions