აფხაზეთის ავტონიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს განცხადება

 

ამა წლის 12 ივლისს  თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ იქნა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ჩვენი ფრაქციის წევრი, ქალბატონი ადა მარშანია.

 

არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ადა მარშანიამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, სადაც მან, უპირველეს ყოვლისა, გამოხატა პატივისცემა მხარდამჭერი ამომრჩველების მიმართ. ამასთანავე, რადგან კანონის შესაბამისად  შეუძლებელია ორ არჩევით ორგანოში ერთდროულად მოღვაწეობა, მან არჩევანი გააკეთა აფხაზეთის დევნილი საკონონმდებლო ორგანოს სასარგებლოდ და უარი თქვა  ქ. თბილისის საკრებულოს სადეპუტატო მანდატზე.

 

ჩვენ, ფრაციის წევრები, ამაყნი ვართ, რომ ჩვენი კოლეგისთვის,  ადა მარშანიასთვის, უზენაესია აფხაზეთის პრობლემის მოგვარება და დევნილ თანამემამულეთა გვერდით დგომა. ქალბატონი ადა თავისი მოღვაწეობით, პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯებით მუდმივად ადასტურებს,  რომ უანგაროდ ემსახურება სრულიად საქართველოს ინტერესებს და ქართულ-აფხაზური ტრადიციული ურთიერთობების აღდგენას. იგი ყოველთვის მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ მოძრაობებთან, რომლებიც ჯანსაღად და რეალურად აღიქვამენ აფხაზეთის საკითხის   მოგვარებას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

 

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“


 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions