თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, მის საფლავზე შაბათს, 19 ივლისს, 11 საათზე ჩატარდება სამოქალაქო პანაშვიდი (საბურთალოს სასაფლაო).
ამ დღეს სახელოვანი მამულიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, საბურთალოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, თანამოაზრეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წევრები.