წიგნის პრეზენტაცია
ა.წ. 9 დეკემბერს, 15 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში(რუსთაველის 52, მე-5 სართული) გაიმართება ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული წიგნის - „გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები“, პრეზენტაცია-განხილვა. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია პროფესორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.

 

პრეზენტაცია-განხილვის ორგანიზატორები - საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტი, პრეზენტაციაზე იწვევენ რუსულ-ქართული ურთიერთობების, დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისა და აფხაზეთის ისტორიით დაინტერესებულთ.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions