მრგვალი მაგიდა აფხაზური ენის სწავლების საკითხებზე

2015 წლის 27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ”მრგვალი მაგიდა” თემაზე: ”აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციი საკითხები”.


სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან და ენათმეცნიერებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა  მიიღო აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ. საკუთარი მოსაზრება  აღნიშნული საკითხის თაობაზე გამოხატა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, რომელმაც მოიწონა, რომ სოხუმის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აფხაზური ენის ფაკულტეტი და მიმდინარეობს აფხაზური ენის სწავლება. ბატონმა ელგუჯ გვაზავამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ აფხაზეთის ყველა დევნილ საჯარო სკოლაში შემოღებულიქნას აფხაზური ენის სწავლება დაწყებით კლასებში, ისევე როგორც ამ  ენას ასწავლიან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამასთან საქართველოს დანარჩენ სკოლებს, სადაც აღმოჩნდებიან აფხაზური ენის შესწავლის მსურველები, დაერთოს ნება - ისწავლონ აფხაზური ენა ფაკულტატივის სახით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი თემურ გვანცელაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის,  საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions