მ. მურჯია ვატიკანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას სთხოვს


გასულ კვირას სოციალურ ქსელში , ვინმე Svitlana Kovalchuk-ის გვერდზე  (https://www.facebook.com/svetlana.vlasenco/posts/816488438427721 ) გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაურო მურჯიამ, რომელიცბოლო დრომდე იყო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი იტალიასა და სან-მარინოში, ამჟამად კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ”წარმომადგენელია”,  წერილობით მიმართა რომის პაპს ფრანცისკეს ვატიკანის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ.

 

წერილში მაურო მურჯია ხაზს უსვამს ამ ”ქვეყნების” ღრმა ქრისტიანულ წარმომავლობასა და ”დემოკრატიულ ფასეულობებს”, რაც გამოიხატება საკუთარი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ”პატივისცემაში” (მეტადრე დევნილებისადმი) იმავდროულად გულისტკივილს გამოთქვამს აფხაზი და ოსი ხალხის უფლებების ”შელახვის” გამო. მურჯია იმედს იტოვებს, რომ რომის პაპთან ”მეგობრობის სიგნალს” შეუძლია შეცვალოს დამოკიდებულება ამ ხალხების მიმართ საერთაშორისო სივრცეში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დე-ფაქტო ოფიციალურმა ხელისუფლებებმა ამ ფაქტის გასაიდუმლოება და კონსპირაციულად ”მოქმედება” ამჯობინეს, რათა მორიგი სეპარატისტული გამოხტომებიქართული მხარისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.

ქალბატონი კოვალჩუკი თავის გვერდზე ასევე მიუთითებს: ”უკვე მივიღეთ სასიხარულო ცნობა. შემდეგ კვირას უნდა შედგეს პირველი კონტაქტი”.

წერილის ავტორისა და ქ-ნი კოვალჩუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არასერიოზულობის მიუხედავად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მხრიდან მიღებულია ყველა ზომა როგორც იტალიაში, ისე ვატიკანში ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions