აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსაგან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელს საქართველოს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დარწმუნებულია, რომ სრულიად საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების ყველა შტოს, ერისა და ბერის ერთიანი ძალისხმევით დაჩქარდება ტრაგედიის სავალალო შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაძლევა.
Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions