აფხაზეთში რუსულ-ქართული ომის გაჩაღებიდან 23 წელი შესრულდა


14 აგვისტოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლებმა 1992-1993 წლებში საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსულ-ქართული ომის  გაჩაღების 23-ე წლისთავთან დაკავშირებით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

 

 

გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო ”გმირთა სავანე”.

 

პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში დახვრეტილი ჟიული შარტავას ხსოვნას, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალულ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადო მოღვაწეთა და დაღუპულ მეომართა ხსოვნას,  გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ გენო ადამიას საფლავები.
























































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions