16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის საზოგადოებრიობა და ომის ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გავაზავამ აღნიშნა: ”15-18 მარტს ქართველმა მეომრებმა შეუძლებელი შეძლეს და მტრის მიერ სოხუმის აღების ოპერაცია სახელოვნად მოიგერიეს. ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას”.