აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საძმო სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მივიდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სხვა წევრები. 

"ჩვენ ყოველთვის გვყავდა გმირები და გვეყოლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე ღირსეულად მივიყვანოთ", - განაცხადა თამაზ კვარაცხელიამ. 
გია გვაზავამ საუბარში აღნიშნა, რომ თავად იყო მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალული მეომრების გმირობის მოწმე. 

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში ვიმყოფებოდი და მქონდა საშუალება, ჩემი თვალით მენახა ის ვაჟკაცობა და გმირობა, რომელიც ამ ბიჭებმა ჩაიდინეს. ეს იყო ორგანიზებული ჯარი, რომელმაც გმირობის მაგალითი აჩვენა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და მათ ოჯახებს მადლობას ვუხდით", - განაცხადა გია გვაზავამ.


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions