გარდაიცვალა აფხაზეთის გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ლორიკ მარშანია


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი და აფხაზი ხალხების გამორჩეული შვილი, გამოჩენილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ჭეშმარიტი მამულიშვილი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ცნობილი ხელმძღვანელი მუშაკი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და მთელი რიგი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი, ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობების აღდგენის გულმხურვალე ქომაგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობა და აფხაზეთის აღორძინება”-ს კოორდინატორი


                                               ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია


და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.


დაკრძალვა 19 აგვისტოს. გამოსვენება წმინდა სამების ეკლესიიდან 15.00 საათზე.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions