24 წლის წინ სოხუმში დახვრეტილი გმირები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, 24 წლის წინ სოხუმში დახვრეტილი 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა.

 

იდენტიფიცირებულთაგან ყველანი არიან გმირები, რადგან მათ სამშობლოსა და თანამებრძოლთა ერთგულებისა და უღალატობისათვისათვის გასწირეს თავი, რისთვისაც მტერმა თითოეულ მათგანს დახვრეტის სასტიკი განაჩენი გამოუტანა. იდენტიფიცირებულთა შორის  არიან გურამ გაბესკირია - საქართველოს ეროვნული გმირი, სოხუმის მერი, მამია ალასანია - საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი, მერაბ კვინიკაძე - პირადი დაცვის დანაყოფ  „იუპიტერის“ განყოფილების უფროსი, ელგუჯა შარტავა,  „იუპიტერის“ წევრები - კობა მირზაშვილი, შალვა ნადირაძე, თენგიზ აბსანძე, ავღანელთა ბატალიონის წევრები - ბადრი ბერუაშვილი, გოჩა მაჩაიძე, გოჩა თათრიშვილი, თეიმურაზ ჯორბენაძე, ბესიკ სოფრომაძე, დავით გოჩიაშვილი, ომარ  გიგოლაშვილი, ნოდარ ხახიაშვილი, ნუგზარ ჭუჭულაშვილი, ხვიჩა შალვაშვილი, პირადი დაცვის წევრები - ძმები ალექსანდრე და ვახტანგ ფარცვანიები,   მებრძოლები გივი პაპუაშვილი, გენადი ლიპარტელიანი, სერიოჟა სილაგაძე, ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას ჟიუშარტავასთან ერთად იცავდნენ. იდენტიფიცირებულთა შორის არის მშვიდობიანი მოქალაქე მარია მოსიძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს სამშობლოსათვის თავგანწირული თითოეული გმირის ოჯახს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთიდან ამ დღეებში გადმოსვენებული 25 პირის პატივმისაგებად სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში.


p.s.

ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციით აღინიშნა, რომ თითქოს აფხაზეთის კონფლიქტის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი ერთადერთი აფხაზი ეროვნების მინისტრი რაულ ეშბა იყო, რომელიც ქართველებთან ერთად დახვრიტეს სეპარატისტებმა. საგულისხმოა, რომ ომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს რაულ ეშბასთან ერთად იცავდა არაერთი აფხაზი, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლორიკ მარშანია, აფხაზეთის კულტურის მინისტრი სვეტლანა ქეცბა და სხვ.

Print
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions