აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სტუდენტებს ულოცავს

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო 17 ნოემბერს, 19 საათზე „მაგთი-კლუბში“ (ქ. თბილისი,  რუსთაველის გამზირი N22) ტრადიციულად ატარებს სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრას.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული ბიოგრაფიის აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლების რექტორები. სტუდენტები (50 სტუდენტი) დაჯილდოვდებიან სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით.

 

მოწვეული არიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელი პირები, მინისტრები, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრები, სპონსორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Print
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions