შეხვედრა აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან





2010 წლის 1 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებით კავშირში (მაჩაბლის #11), აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნებისა და ლიტერატურის დევნილ მოღვაწეებთან ერთად იმსჯელებენ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე, აფხაზეთის პრობლემატიკაზე, ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ფუნქციურ დატვირთვაზე.

 

აგრეთვე იგეგმება ხელოვნებისა და ლიტერატურის იმ მოღვაწეთა დაჯილდოვება, რომლებიც, მიუხედავად მშობლიური აფახაზეთიდან 17 წლის დევნილობით გამოწვეული სულიერი და მატერიალური შეჭირვებისა, თავიანთი ნიჭიერებითა და პატრიოტული სულისკვეთებით განაგრძობენ მაღალმხატვრული ნაწარმოებების შექმნას.


უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მასმედიასთან

ურთიერთობის განყოფილება 01.10.2010წ.


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions