აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ „მრგვალი მაგიდა– დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ 2018 წლის 23 იანვარს ჩაატარა მორიგი, გასვლითი, გაცნობითი სახის ორი შეხვედრა: აფხაზეთის სავაჭრო– სამრეწველო პალატასა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატთან.
სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან შეხვედრისას დაიგეგმა ბევრი ერთობლივი ღონისძიება, პალატის მოღვაწეობის სფეროდან გამომდინარე, რომელიც ხელს შეუწყობს შერიგებისა და კომუნიკაციის სასურველ ეტაპზე გადაყვანას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და იგპ– პირებს შორის, ასევე დევნილ მთავრობასა და ზოგადად აფხაზეთის მკვიდრებს შორის.
ზემო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატთან შეხვედრისას წამოიჭრა საინტერესო და მნიშვლნელოვანი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით და მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამა წლის პირველ აპრილამდე კონცეპტუალურ დონეზე შემუშავებული სტრატეგია წარედგინება ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობიდან ჯერ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ხოლო მისი დამუშავებისა და საბოლოო სახის მიღების შემდეგ, მოხდება დოკუმენტის ცენტრალური ხელისუფლებისათვის წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ ორივე სტრუქტურა ორიენტირებულია ფრაქციასთან პირდაპირ კომუნიკაციაზე და ნაყოფიერი მუშაობისთვისაა მომართული.
შეხვედრების ინიციატორები არიან და მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე, ბატონი თამაზ ხუბუა, აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ზურაბ მებონია და ფრაქციის თავმჯდომარის თანაშემწე მაია ჯახაია.
შეხვედრათა შემდეგი ეტაპი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, რომელზე ინფორმაციასაც ოპერატიულად გაავრცელებს ფრაქცია.