აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგავლი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ პრეს- რელიზი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ 2018 წლის 26 იანვარს ჩაატარა მორიგი, გასვლითი, გაცნობითი სახის ორი შეხვედრა:  აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტში.

 

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში საკვანძო საკითხებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესთან თანხვედრაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემატიკას უკავშირდება და ასევე გააცნო ფრაქციის წამომადგენლებს ინფორმაცია ეთნიკურად აფხაზი ბენეფიციარების სამედიცინო საქმეების მართვასთან დაკავშირებით. ასევე დაანონსა კიდევ ერთი შეხვედრა ცენტრალური ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროში გალის რაიონის ექიმებთან, რომლის ორგანიზებასაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთა მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა ფრაქციასთან თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთობისთვის.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის არასრულ წარმომადგენლობასთან გამართული შეხვედრა შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა რათა ინფორმაცია მიეწოდოს ყველა თანამშრომელს.

შეხვედრების ინიციატორები არიან და მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მებონია და ფრაქციის თავმჯდომარის თანაშემწე მაია ჯახაია.

შეხვედრათა შემდეგი ეტაპი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, რომელზე ინფორმაციასაც ოპერატიულად გაავრცელებს ფრაქცია.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions