1993 წლის 15-16 მარტის სამხედრო ოპერაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პატივს მიაგებს 1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით სოხუმზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის დროს ქართული ჯარის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციისას დაღუპულ მეომართა ხსოვნას. ქართული ჯარის ისტორიაში 15-16 მარტის სამხედრო ოპერაცია შევა, როგორც ქართველი ვაჟკაცების შეუპოვრობის, პატრიოტული სულისკვეთების, სამშობლოსათვის თავგანწირვის სანიმუშო მაგალითი.

 

სწორედ სოხუმის დამცველთა მაღალ პატრიოტულ ფონზე სამხედრო თვალსაზრისით ჩატარებული ქრესტომატიული სამხედრო ოპერაცია დაედო საფუძვლად 15 მარტის საქართველოს არტილერიის დღედ გამოცხადებას.

ვულოცავთ ქართულ ჯარს, 15-16 მარტის წარმატებული ოპერაციის ყველა მონაწილეს, ქართველ არტილერისტებს პროფესიონალურ დღესასწაულს.

 

 

 

 

2018 წლის 15 მარტს, სოხუმის მოედანზე, 19.00 საათზე, (მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიმდებარედ) ტარდება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება 1993 წლის 15-16 მარტს მდინარე გუმისთაზე ქართული ჯარის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციის 25 წლისთავს   

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions