ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლის ვიზიტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  ინიციატივით შედგა შეხვედრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავასა და ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მარკუს გერინგს შორის.


შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წევრები. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობისა და  გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორული პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით.

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საინტერესო იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დ.გვაძაბიას, ასევე დეპუტატების - რ.ქარაიას, თ.მჟავიას, თ.ხუბუას, ნ.მგალობლიშვილის მოსაზრებები.

 

გადაწყდა თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით სამომავლო გეგმების დასახვა ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ფარგლებში.

 

სტუმარს გადასცეს წიგნები და ალბომები აფხაზეთის ისტორიაზე,  კულტურულ მეკვიდრეობაზე,  გენოციდზე.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions