ფრაქცია „მრგვალი მაგიდა– დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ პრესს რელიზი

 

2018 წლის 18 მაისის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის ერთობლივ სხდომაზე გაიმართა აფხაზეთის ავრტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი ი. კოპალიანის ინფორმაციის განხილვა: „ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტების და მათზე რეაგირების მექანიზმების ამოქმედებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობის შესახებ“. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ა. ხაზალიამ, მთავარმა სპეციალისტმა ვ. ბარკალაიამ, უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა ზ. მებონიამ, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურისტმა ნ. ჯალაღონიამ.

 

სხდომაზე განხილულ იქნა  კონკრეტული ფაქტები დევნილთა უფლებების დარღვევისა აფხაზეთის ოკუპრიებულ ტერიტორიაზე და დანარჩენ საქართველოში, ამ მიმართულებით მუშაობაში იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კოორდინირებული ჩართულობის აქტუალური საკითხები. 




განხილულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულმა სხდომამ მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები.















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions