ნაპოლეონ მესხიას 80 წელი შეუსრულდა

ცნობილ ნეიროქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საზოგადო მოღვაწეს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაპოლეონ მესხიას 2018 წლის 31 მაისს 80 წელი შეუსრულდა.


 

ბატონი ნაპოლეონ მესხიას საიუბილეო საღამო ქალაქ ზუგდიდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოებრიობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, იუბილარის მეგობრემა და ოჯახის წევრებმა.

იუბილარს საზეიმოდ გადაეცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ზუგდიდელისა“ და „საქართველო  დევნილთა დახმარებისათვის“ საპატიო სიგელები, ადრესები და ფასიანი საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ იუბილარს გადაეცა მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის ოფიციალური მოწმობა - ნაპოლეონ მესხიასთვის მსოფლიოს მშვიდობის ელჩის წოდების მინიჭების თაობაზე.

















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions