იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

13 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობის საკითხი.

2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხივისათვის მომზადებულად ცნობის საკითხი.

სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს დაიწყო პროცედურა „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საკითხზე წამყვან კომიტეტად განისაზღვრა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტებისთვის დართულ განმარტებით ბარათში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახება გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე  შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობის საკითხს.

სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტის შემუშავება მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობის ეფექტიანობის ზრდას. წარმოდგენილი პროექტის მიღება აუცილებელია უმაღლესი საბჭოს აპარატის და შესაბამისად, მთლიანად უმაღლესი საბჭოს მუშაობის ეფექტიანად წარმართვისთვის.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობის საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, მურმან კვარაცხელია, როსტომ შამუგია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.




























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions