იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

18 ოქტომბერს უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებსა და კომიტეტის სხდომებზე დასწრების მონაცემები”; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში შესაძლო ცვლილებების შესახებ”.

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. პირველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ინფორმაცია და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის მიწოდების შესახებ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ კანონის მოქმედი რედაქცია საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, რათა გაუმჯობესდეს დევნილების ბინით უზრუნველყოფის საკითხში არსებული პირობები.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ამზორ წოწონავამ და მურმან კვარაცხელიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს გააცნო კანონპროექტი.

კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების შემდგომი ინიცირების მიზნით მუშაობის გაგრძელების შესახებ.


































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions