პრეზიდიუმის და სესიის სხდომებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობა განიხილეს

13 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა, რომლებსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ნორმატიული აქტებისა და რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, დაწყებულია პროცედურა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მიმდინარე მუშაობა ხელს შეუწყობს ძირითადად ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონაზაციის პროცესს და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. რაც შეეხება რეგლამენტის პროექტის შემუშავების საკითხს, იგი მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანაგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ წარმოადგინა. ისაუბრა რა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი მუშაობა ჩატარდა ანგარიშვალდებული დაწესებულებების სხვადასხვა სახის ანგარიშებისა და კანონპროექტების, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კონტროლის თვალსაზრისით. ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობიდან და სახელმწიფო აუდიტის, ასევე საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში ჩაატარა 24 კომიტეტის სხდომა, მათ შორის კომიტეტების 5 გაერთიანებული სხდომა, შემოვიდა 79 წერილი, რომლებზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, ელგუჯა გვაზავა , ზურაბ ჯგუბურია.

მოსაზრებებისა და წინადადებების მოსმენის შემდგომ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს მურმან კვარაცხელიას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.









































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions