დეპუტატებმა სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

26 აპრილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დღის წესრიგის შესაბამისად, დეპუტატებმა მოისმინეს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რუდიკ ცატავას ანგარიში კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

რუდიკ ცატავას განცხადებით, კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის კონტროლს. მან ვრცლად ისაუბრა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და ხედვებზე დევნილი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების უზრუნველყოფის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის კუთხით. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახების განვითარების მიმართულებით დევნილ მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგის წარმართვის, მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის და უფლებამოსილების შემავალ სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში. აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. კომიტეტისა და მისი აპარატის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტიდან გადმოგზავნილი კანონპროექტების განხილვისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება/წარდგენაში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ ჩატარდა 35 სხდომა, მათ შორის კომიტეტების 7 გაერთიანებული სხდომა. კომიტეტში შემოსულ 147 კანონპროექტსა თუ წერილზე მოხდა შესაბამისი რეაგირება. კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის დახვეწასა და დამატებების მიღებაში, პრიორიტეტული მიმართულებების, როგორიცაა დევნილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ხარჯების გაზრდისა და მათთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რამაც შემდგომში ასახვა ჰპოვა რესპუბლიკური ბიუჯეტის 2022 წლის კანონში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის, მათ შორის საკუთრების დაცვისა და მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტების განხილვაში, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივის წესით გადაგზავნილ იქნა საქართველოს პარლამენტში. რუდიკ ცატავა დეტალურად შეეხო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ერთერთ მთავარ პროირიტეტს დევნილი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით, რისთვისაც შემუშავებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეფერალური თუ სხვა სახის დახმარების პროგრამები. მან დეტალურად მიმოიხილა რა ამ სფეროში არსებული ვითარება განაცხადა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. არასაკმარისია ასევე მედპერსონალისთვის განკუთვნილი ხელფასები. პრობლემურ საკითხად რჩება ისეთი ავადმყოფების მდგომარეობა, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანასა და შესაბამის მკურნალობას. ამასთან, რუდიკ ცატავა მიესალმა ოკუპირებული გალის რაიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისთვის 1 რეანომობილისა და 3 სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემის ფაქტს, ასევე სხვადასხვა სახის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნას, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა მომსახურება. აქვე აღინიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა საანგარიშო პერიოდში მოხდა 561 მძიმე ავადმყოფის გადმოყვანა, მათ შორის 15 კოვიდ ინფიცირებულის. ამავე დროს, რუდიკ ცატავა შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების შერწყმა/მიერთების ფორმით რეორგანიზაციის პერიოდში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას, დაწესებულებების კოლექტივებში შექმნილ გაურკვევლობასა და შეშფოთებას, რის გამოც უმაღლეს საბჭოში შემოვიდა 4 კოლექტიური განცხადება. მოხდა საკითხის შესწავლა, რის შედეგად რეორგანიზაციის პროცესი დროებით შეჩერდა. აღინიშნა დევნილთა ყოფითი და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 350 იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 2500-ზე მეტი ოჯახისთვის შესაბამისი სერვისები გაწევის შესახებ და სხვა.


აზრი გამოთქვეს და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, ადა მარშანიამ, ზურაბ ჯგუბურიამ. მათ დადებითად შეაფასეს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის აპარატის და მისი თავმჯდომარის რუდიკ ცატავას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღინიშნა კომიტეტის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მუშაობა, დეტალური ანალიზი. გამოითქვა საქმიანი რეკომენდაციები და წინადადებები როგორც კომიტეტის, ისე აფხაზეთის მთავრობის პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის მიმართ.

სხდომა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის, დევნილებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარებისათვის.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.























































































































































 

 


























































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions