აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება 300 ათასზე მეტი აფხაზეთიდან დევნილის სახელით სამძიმარს უცხადებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის შედეგად საომარ მოქმედებებში გმირულად დაღუპული ვაჟკაცების მშობლებს, ქვრივებს, ობლებს, ახლო ნათესავებს.

 

ჩვენ ქედს ვიხრით ერის ღირსეული შვილების გმირობის წინაშე, მათ მთელ მსოფლიოს უჩვენეს მამაცობის, საკუთარი ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მაღალი ზნეობისა და თავგანწირვის მაგალითები.

 

გაივლის დრო და საქართველო კვლავ გახდება ერთიანი და ძლიერი და მის საპატიო მოქალაქეთა პირველ რიგებში ყოველთვის იქნებიან სამშობლოსათვის თავდადებული გმირები. მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აანთებს.

 

მარადიული დიდება ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს.


ბეჭდვა
თავმჯდომარე
კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ფოტოგალერეა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions