მესამე საკითხთან დაკავშირებით პრეზიდიუმზე მოსმენილიქნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თ.ხუბუას ინფორმაცია. აღინიშნა, რომ დღეისათვის შემუშავებულია კონსოლიდირებული ღონისძიებების გეგმა; 14 პოლიკლინიკა და 7 სამედიცინო ამბულატორია გადაყვანილია განსაკუთრებულ რეჟიმზე, ზუსტდება მაღალი რისკის მატარებელი პირების(4326 კაცი) სია, დარიგდა თერმომეტრები, დამცავი ფარები, სამედიცინო ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები, ქუდები, ბახილები. შეძენილია 10 000 ცალი პირბადე. შეძენილიქნა და დაიწყო საკვები პროდუქტების პაკეტების დარიგება; პირველ რიგში 70 წელს გადაცილებული პირებისათვის. დაგეგმილია 100 ტონაზე მეტი პროდუქტის პაკეტებში დაფასოება, პირველადი აქციები ამ მიმართულებით ჩატარდა სამეგრელოს რეგიონში, ქუთაისში, თბილისში. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 120 000კვ. მეტრ ფართს ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინიციატივით მათი სახელფასო ანაზღაურებიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება ცენტრალურ საქველმოქმედო ფონდში.
პრეზიდიუმმა ცნობად მიიღო ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების მიერ საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე დევნილთა სოციალური მხარდაჭერისათვის უკვე გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიის პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს სოციალურ–ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულიქნა ამავე კომიტეტის წევრი რუდიკ ცატავა.
სესიამ იმსჯელა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის ოლღა ნაგარნინას პერსონალური საკითხის გარშემო და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრს ვახტანგ ყოლბაიას დაავალა ო.ნაგარნინასთან დაკავშირებთ დამატებითი მოკვლევითი ღონისძიებების ჩატარება მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, ამასთან მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე, უმაღლესი საბჭოს წევრს ო.ნაგარნინას შეუჩეროს სახელფასო დანარიცხები.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის პლენარული სხდომები ჩატარდა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. სხდომების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი საბჭოს 14 წევრმა, უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.