2024 წლის 16 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ - ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა -ნი რუდიკ ცატავა - სოციალურ- ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“. 

მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის პროექტისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებგააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა -მა ლაშა დოლბაძემ. მან ასევე პასუხი გასცა  უმაღლესი საბჭოს წევრების ბატონების .ჯგუბურიას, .ხუბუას, .მგალობლიშვილის, .ყოლბაიას შეკითხვებს. 

თანამოხსენებებით გამოვიდნენ კომიტეტების თავმჯდომარეები ბატონები .ცატავა, .ყოლბაია, .მგალობლიშვილი, რომლებმაც დეტალურად განიხილეს მათი კომიტეტების საქმიანობის სფეროებს მიკუთვნებულ საკითხებში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები და ბიუჯეტის პროექტის სხვა პარამეტრები. 

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა .მჟავიამ, .ქარაიამ, .ჯგუბურიამ, .მჟავიამ. 

კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე -ნი .გელაშვილი. 

კომიტეტების ერთობლივი სხდომის შედეგები შეაჯამა სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა რუდიკ ცატავამ. 

ერთობლივი სხდომის მონაწილე კომიტეტებმა, განხილვებისა და აზრთა გაზიარების შემდეგ, ცალ - ცალკე კენჭისყრით რეკომენდაცია გაუწიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტსაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებგანხილულ იქნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, რის თაობაზეც თითოეულმა კომიტეტმა მიიღო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ კომიტეტების შესაბამისი დასკვნები. 

ამით უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა დახურულად გამოცხადდა.





სხვა სიახლეები