მიმდინარე წლის 22 მაისს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა,
ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, იურიდიულ და საპროცედურო, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის
დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ
ცატავა უძღვებოდა.
დეპუტატებმა განიხილეს აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ და საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენილი ინფორმაცია 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შესახებ.
მსჯელობისა და გამოსვლების შემდგომ დეპუტატებმა კენჭისყრით,
ერთხმად, მხარი დაუჭირეს ზემოთხსენებული ინფორმაციის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ
სხდომაზე გატანას.
კომიტეტების ერთობლივი სხდომის მუშაობაში აფხაზეთის ფინანასთა
და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე მონაწილეობდა.