მიმდინარე წლის 15 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი ,,ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ თაობაზე.

ერთობლივი სხდომის  საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციული ანალიზით სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  ბატონი ლევან თევზაია, სხდომის შემაჯამებლად კი კოლეგებთან შეთანხმებულად ისაუბრა და აზრი გამოთქვა ერთობლივი სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა რუდიკ ცატავამ.  

გამოსვლების შემდეგ კომიტეტების  ერთობლივი სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ თაობაზე.

ერთობლივი სხდომის კომიტეტების წევრებმა ცალცალკე - კომიტეტების მიხედვით, ღია კენჭისყრით  არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება:  ცნობად იქნას მიღებული  ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მიერ   ,,ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ წარმოდგენილი რედაქციით და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე; კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს  პრეზიდიუმის  გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტს.

გალერეა

სხვა სიახლეები