მიმდინარე
წლის 12 ივნისს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა,
ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ
საკითხთა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული
სხდომა.
სხდომას
უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის
დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ხოლო მუშაობაში
მონაწილეობდნენ გაერთიანებული სხდომის კომიტეტების თავმჯდომარეები ვახტანგ ყოლბაია,
ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, კომიტეტების წევრები და აპარატების თანამშრომლები,
სხდომის
დღის წესრიგი მოიცავდა ორ მთავარ ფინანსურ საკითხს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის
პროექტის განხილვასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენას.
სხდომაზე
მოწვეულმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან თევზაიამ,
თავის მოხსენებაში სრულყოფილად ისაუბრა 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე
და გაერთიანებულ სხდომას წარუდგინა დეტალური ინფორმაცია 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასის
თაობაზე.
წარმოდგენილ
საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი
საბჭოს წევრებმა ა.მარშანიამ, ვ.ყოლბაიამ, თ.ხუბუამ, ნ.მგალობლიშვილმა, ა.წოწონავამ
და ზ.ჯგუბურიამ. განხილვაში მონაწილეობა მიიღო
უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ. მომხსენებელმა დეპუტატების მიერ
დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
სხდომის
შედეგები შეაჯამა სხდომის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, რის შემდეგაც კომიტეტებმა ცალ-ცალკე
კენჭისყრით მოიწონეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი
კანონის პროექტი და მისცეს რეკომენდაცია უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე განსახილველად,
ხოლო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ერთობლივმა სხდომამ ცნობად მიიღო.