აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ მუშა შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან თენგიზ ნასარიძესთან.

შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა მიმდინარე საკითხები აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვასთან, ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობასთან, დევნილ სახელისუფლებო სტრუქტურებში საშტატო სახელფასო განაკვეთების მარგი ქმედების კოეფიციენტების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიასთან, სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საბჭოს აპარატის კოორდინირებული მუშაობის ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს ერთობლივი მუშაობის ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების უზრუნველსაყოფად რეგულარული კომუნიკაციის აუცილებლობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს  უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავიამ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან თევზაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსმა მურმან ფარფალიამ.  

გალერეა