11 ნომბერს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

სხდომას  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა უძღვებოდა. 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ .

მსჯელობებისა და განხილვების შემდეგ სხდომაზე გამოთქმული წინადადებების შესაძლო გათვალისწინებით დეპუტატებმა ღია კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება: 

1. ცნობად იქნას მიღებული აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ და რეკომენდაცია გაეწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

 

2. კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატები რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ეთერ ასტემიროვა, როსტომ შამუგია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინა სააკაშვილი.

 

 

გალერეა

სხვა სიახლეები