24
ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ
„აფხაზეთში“ გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე
უსასყიდლოდ მრავალწლიანი ნერგებისა და მოტობლოკების გადაცემაში მიიღო
მონაწილეობა.
ღონისძიება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ
„სოფლის განვითარების სააგენტოს“, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ოკუპირებული
გალის რაიონის 150 ლეგიტიმურად მაცხოვრებელს გადაეცა 1270 ცალი სხვადასხვა
ჯიშის მრავალწლიანი მცენარეების ნერგები და 11 ცალი მიწის დასამუშავებელი
მოტობლოკი.
ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, აფხაზეთის მთავრობის
თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრი ლევან თევზაია.