19 ნოემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა. 

თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ წინა დღეს ჩატარდა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა რუდიკ ცატავას ხელმძღვანელობით. კომიტეტებმა  შემოიტანეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი დასკვნები, სადაც ისინი ეთანხმებიან ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ პროექტს და მხარს უჭერენ დასკვნის ტექსტი შემოვიდეს პრეზიდიუმზე და პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით არის ნამუშევარი, მაგრამ  არის საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დამოკიდებულების უფრო გააქტიურებას. პრიორიტეტებია ჯანდაცვა და განათლება რომელთან დაკავშირებითაც არ არის შესაბამისი საბიუჯეტო პარამეტრები შესრულებული. კომიტეტის დასკვნაში გამოთქმულია შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები. 

მსჯელობებისა და განხილვების შემდგომ სხდომის მონაწილე კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ცნობად იქნას მიღებული აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ და რეკომენდაცია გაეწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 

 სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, კომიტეტის წევრები: თეიმურაზ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ კალანდია(დისტანციურად), ეთერ ასტემიროვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, აპარატის სპეციალისტი შორენა გაწერელია, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის აპარატის უფროსი ოთარ ჩარკვიანი.

 სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.