აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ მუშა შეხვედრა გამართა საფეხბურთო კლუბის „ცხუმი“ მთავარ მწვრთნელთან ნუგზარ ბოჯგუასთან.
შეხვედრის მიმდინარეობისას თამაზ ხუბუამ და ნუგზარ ბოჯგუამ ინფორმაციები გაცვალეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დევნილი სპორტული ფედერაციებისა და ცალკეული სპორტული კლუბების ორგანიზაციულ-ტექნიკური, მატერიალური და ინფორმაციული მხარდაჭერის მიზნით წარმოებულ საქმიანობაზე, ამ სფეროში კონკრეტული ღონისძიებების მომზადება-ჩატარების პროცესებში ჩართულობის გააქტიურების აუცილებლობაზე. მხარეებმა ცალსახად დაადასტურეს საფეხბურთო კლუბ „ცხუმის“ გამართული ფუნქციონირებისთვის გასატარებელი ღონისძიებების განსაკუთრებული პოლიტიკური, სპორტული და მორალურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. დაიგეგმა კლუბის ხელმძღვანელობის წინაშე არსებული პრობლემების განსახილველად უახლოეს პერიოდში საქმიანი შეკრების ჩატარება თემით დაინტერესებული სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
შეხვედრაში
მონაწილეობდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია და უმაღლესი
საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი.