3 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა
და კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.
კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრი გიორგი ძიგუა, მინისტრის მოადგილე ბორის გაბუნია, იუსტიციის დეპარტამენტის
უფროსი მაია შამუგია.
თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ მინისტრის
აპარატი დიდი ყურადღებით მოეკიდა სამინისტროს ტრანსფორმაციის საკითხს და შუალედური
წერილითაც შემოვიდა ამასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ დეპუტატები გასცნობოდნენ მათ
მოსაზრებებს. მინისტრმა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა გაიარეს
კონსულტაციები საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში რის საფუძველზეც აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსენებული კანონპროექტით შემოსულიყო
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. თამაზ ხუბუამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კომიტეტების
გაერთიანებული სხდომის მონაწილეები დაწვრილებით არიან გაცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებულ
დოკუმენტებს და შესაბამისი ცვლილებების აუცილებლობაზე ისინი უფრო ადრეც საუბრობდნენ.
კომიტეტების წევრებმა საკითხთან დაკავშირებით
მოუსმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მინისტრს გიორგი ძიგუას.
შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს
თამაზ ხუბუამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ზურაბ მებონიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა.
კომიტეტების წევრებმა კენჭისყრაზე
მხარი დაუჭირეს აღნიშნული კანონპროექტების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.
სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს კომიტეტების წევრები: თეიმურაზ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ადა მარშანია,
ზურაბ ჯგუბურია, ეთერ ასტემიროვა, ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი
ზურაბ მებონია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, ამავე
კომიტეტის აპარატის სპეციალისტები შორენა გაწერელია და იზოლდა ხვიჩია, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალია, უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი
მარიამ ინალიშვილი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში
მიმდინარეობდა.