29 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გაფართოებული სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის
თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.
კომიტეტის
სხდომაზე განიხილეს საკითხი „აფხაზეთში, საქართველო 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების
მონაწილე ვეტერანების, ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალური
დაცვის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2024 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ“ დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების
შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები: საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი
საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები, უმაღლესი
საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების
სამსახურის უფროსი, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ ხელმძღვანელი
ნანა კვარაცხელია, მოწვეული სტუმრები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა
და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ლაშა ქარდავა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილეები იგორ კოპალიანი და გიორგი ბულისკერია, აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის გამგეობის წევრი
თამაზ ინალიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი თემურ დარჯანია, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“
გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის
ხელმძღვანელი ეკა წივწივაძე.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა მოწვეული სამინისტროების ხელმძღვანელები
აქტიურად არიან ჩართული ვეტერანთა პრობლემების მოგვარებაში, რაც 2025 წლის ბიუჯეტში
აისახა. გასულ წელს შედგა მსგავსი შეხვედრა ვეტერანთა საკითხებთან დაკავშირებით, სადაც
გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, კერძოდ ვეტერანთა და ინვალიდთა, ომში დაღუპულ
მეომართა ოჯახის წევრების აღრიცხვიანობის შესახებ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ პოლიკლინიკებში აფხაზეთის ომის ვეტერანთა
და მათი ოჯახის წევრების მომსახურების სისტემატიზაცია, ომის ვეტერანთა მომსახურების
რეპრეზენტაბელურობის საკითხი და სხვა. სხდომის წამყვანმა ისაუბრა დადებით დინამიკაზე,
რომელიც აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელების კუთხით არსებობს და ამისათვის მადლობა გადაუხადა სამინისტროების ხელმძღვანელებს.
სიტყვით
გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა
დოლბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, იუსტიციისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა
მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია,
უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“
ხელმძღვანელი ნანა კვარაცხელია, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი
ნათია ფარცვანია, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ეკა წივწივაძე.
სხდომის მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია, გამოითქვა საინტერესო წინადადებები და იდეები, დაისახა სამომავლო გეგმები. მოიწონეს ბატონი ვახტანგ ყოლბაიას წინადადება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც მომავალში ვეტერანებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.