მიმდინარე წლის 28 მაისს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

დეპუტატებმა მოისმინეს ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე წარსდგა. მან მოკლედ ისაუბრა ბიუჯეტის ძირითად მაჩვენებლებზე და მიღებულ შედეგებზე. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ წარადგინა.

მსჯელობისა და გამოსვლების შემდგომ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ზემოთხსენებული დოკუმენტის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

გალერეა

სხვა სიახლეები