აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ ხუბუა შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის
დირექტორს ეკა წივწივაძეს.
შეხვედრის
მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიმდინარე სტრუქტურული
რეორგანიზაცია და საინფორმაციო სამსახურის ოპტიმიზაციის პროცესი, ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის ინფორმაციული უზრუნველყოფის
სფეროში მეტი გამჭვირვალობის მიღწევის საკითხი, აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო საერთაშორისო
პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სამართლებრივი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული
რეზოლუციებისა და დეკლარაციების დევნილ მოსახლეობაში რეპრეზენტაბელურობის უზრუნველსაყოფად
ცენტრის მიერ ჩატარებული და მომავალში დაგეგმილი პრაქტიკული ღონისძიებების მახასიათებლები.
აფხაზეთის
უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის
თანაშემწე მაია ჯახაია და უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი