20 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
კომიტეტის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე,
მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე.
სხდომაზე
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: ”ინფორმაცია აფხაზეთის აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის
შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის
საკითხი.
პირველ საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციული ანალიზით
სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
თენგიზ ნასარიძე.
გამოსვლის
შემდეგ მინისტრმა უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს, გამოითქვა შენიშვნები
და მოსაზრებები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე თეიმურაზ მჟავია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის
დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, დეპუტატი
ელგუჯა გვაზავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია. სხდომის
თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში
არსებული საკითხები გააცნო მოწვეულ სტუმრებს.
მსჯელობებისა
და განხილვების შემდეგ სხდომის მონაწილე კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრით ერთხმად
მიიღეს გადაწყვეტილება ცნობად იქნას მიღებული აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის შესახებ და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.
მეორე საკითხის
განხილვის შემდეგ კომიტეტების წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი
კანონპროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად მომზადებულად ცნობას.
სხდომა ნაწილობრივ
ონლაინ რეჟმში მიმდინარეობდა.