აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ მუშა შეხვედრა გამართა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს კონტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მითითებულ დაწესებულებებში სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის სწორად წარმართვის აუცილებლობა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მომსახურების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საკითხები, 2026 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას დევნილთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა/ქვეპროგრამების მაქსიმალური დაფინანსების ცალკეული მიმართულებები.

თამაზ ხუბუამ და ბესიკ კუსიდიმ განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების კოორდინირებული, ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცვის საქმეში.

შეხვედრაზე გამოითქვა მხარეების მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.  

გალერეა

სხვა სიახლეები