2025 წლის 9 სექტემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვილილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შექმნილი გენდერული საბჭოსა და „მინისტრის საათის“ ფორმატით ჩასატარებელი მოსმენების გაუქმებას, აგრეთვე დეპუტატების მიერ პლენარულ სხდომაზე დასწრების აღრიცხვის გავლის ახლებურ რეგულაციას.

სხდომას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თამაზ ხუბუა, ესწრებოდნენ წევრები თეიმურაზ მჟავია, ჯემალ საჯაია, ეთერ ასტემიროვა, კომიტეტის აპარატის სპეციალისტი შორენა გაწერელია, უმაღლესი საბჭოს პრეს სპიკერი მარიამ ინალიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია  

გალერეა

სხვა სიახლეები