აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა
თამაზ ხუბუამ გამართა მუშა თათბირი საბჭოს აპარატის, კომიტეტების აპარატების, თავმჯდომარის
კაბინეტის წარმომადგენლებთან მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
თათბირზე
გაიმარა მოსაზრებათა ურთიერთგაცვლა კომიტეტების გავლენის სფეროების მიხედვით აფხაზეთის
რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობის მონიტორინგზე,
საშემოდგომო სასესიო პერიოდისთვის მზადებაზე, ინტერპელაციის წესის ქმედუნარიან გამოყენებაზე,
დევნილ აღმასრულებელ სტრუქტურებთან საქმიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, დევნილი მოქალაქეების
პოლიტიკური და სოციალური დაცვის პროცესებში აქტიურ ჩართულობაზე, ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და მენტალურ-ფსიქოლოგიური ზეგავლენის
ფორმებისა და მეთოდები სრულყოფაზე. შესაბამისი ყურადღება დაეთმო უმაღლესი საბჭოსა და
კომიტეტების აპარატებში საშემსრულებლო დისციპლინის განუხრელი დაცვისა და საქმიანობის
შესახებ ინტენსიური საინფორმაციო უზრუნველყოფის აუცილებლობას.
მუშა თათბირში
მონაწილეობა მიიღეს და განსახილველ თემებთან დაკაბშირებით კონკრეტული მოსაზრებები გამოთქვეს
უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებმა
მურმან ფარფალიამ, ოთარ ჩარკვიანმა, ელისო პაჭკორიამ, თამაზ სანიკიძემ და განათლებისა და კულტურის კომიტეტის სპეციალისტმა
სოფიო ხასაიამ, ასევე თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ოთარ გარმელიამ, თავმჯდომარის
პირველი მოადგილის თამაშემწე მაია ჯახაიამ, საბჭოს პრეს-სპიკერმა მარიამ ინალიშვილმა.